თაკო ჩარკვიანი: ახლავე შემიძლია, ყველასთვის გახმაურებული კადრები დავდო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 19:41

თაკო ჩარკვიანი:  ახლავე შემიძლია, ყველასთვის გახმაურებული კადრები დავდო

1989 წლის 7 ან 8 აპრილია, ჩვენთან რეკავს ტელეფონი, ყურმილთან უუუმშვიდესი დედაჩემი ირმა მივიდა და ცოტა ხანში, მე და ჩემი მეგობარი, მაია გოგორიშვილი, დედაჩემის ძალიან ხმამაღალ საუბარზე ოთახში შევედით, ერთი ადამიანის- საშუალო თანამდებობის პირის მეუღლე, რეკავდა აღშფოთებული, რა არის რაა, რატომ დადიხართ ყველანი მიტინგებზე( მოგეხსენებათ, მაშინ ყველა იქ ვიყავით) იქ ნარკომანები, ლოთები და “ცუდი ყოფაქცევის” ქალები დადიანო, რასაც უუუუუუმშვიდესი დედაჩემის ” გაგიჟება” მოჰყვა და პროტესტი, როგორ მიბედავ ამის თქმასო. ახლა არ მითხრას მავანმა, რომ არ ახსოვთ ასეთი გამონათქვამები, ძალიან კარგად მახსოვს 8 აპრილს დღის 2 საათზე, ჯანსუღის გახმაურებულ პროტესტს ( მოედნის გასუფთავების გამო ინტელიგენციის აქტივის შეკრებაზე,არ ვიტყოდი,მაგრამ ყველამ იცის და გავკადნიერდი ამიტომ ) დიდი ხმაური მოჰყვა მაღალჩინოსნებში და ბევრი იმ აქტივიდან- უმეტესობა, ტაშის გრიალით შეეგება ბოროტ აზრს- მოედნის გასუფთავებას, (მაშინ 2-მა ადამიანმა გააპროტესტა მხოლოდ, ჯანსუღმა და მხატვარმა თემო გოცაძემ) დიახ , ასე იყო და არ მახსოვსო, ნუ იტყვის მავანი, რადგან – ახლავე შემიძლია, ყველასთვის გახმაურებული კადრები დავდო, ზოგიერთი მაღალჩინოსნის, რომელიც დევს ინტერნეტ სივრცეში და შეგიძლიათ ნახოთ , რა სიტყვებით ამკობენ იქ მყოფ ახალგაზრდებს და როგორი გაშმაგებით, ითხოვენ ჯარის შემოყვანას , ასე რომ 9 აპრილი, რომ და თუ გინდა ახსოვდეს ახალგაზრდას, წლები არ უნდა მოანდომო მის დავიწყებას და ტვინიდან არ უნდა ამოურეცხო ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის შეგრძნება- ჩვენს თავს მოვკითხოთ, რადგან ჩვენი , ჩვენი ხელისუფლებების შემოქმედებაა.

თაკო ჩარკვიანი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 19:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics