სამართალდამცველებმა აქციაზე ნეონაცისტური ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა აქციაზე ნეონაცისტური ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ისინი რუსთაველის გამზირზე, სადაც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირი “თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტებისგან უნდა გაწმინდონ, რომლებმაც, მათი შეფასებით, 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს.

რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

რამდენიმე წუთის წინ კი პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის გიორგი გაბედავა დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბედავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: ახლავე შემიძლია, ყველასთვის გახმაურებული კადრები დავდო