სტოლტენბერგი: მოწოდება რუსეთს და მაისიდან დაწყებული მომზადება

ნატო მაისიდან ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას დაიწყებს – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.
“თბილისში საქართველო-ნატოს ახალი ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების მომზადებას დაიწყებს” – თქვა სტოლტენბერგმა.
მან პირობა დადო, რომ საქართველოსთან “ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თანამშრომლობას გააღრმავებს, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან დააახლოვებს” .
გარდა ამისა, სტოლტენბერგის განცხადებით, “საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული”. მან რუსეთს მოუწოდა “გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას” აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი გოგი თოფაძის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიასუნამო “კრასნაია მასკვა” ზუგდიდის საკრებულოს ქალი წევრებისთვის (ვიდეო)