სუნამო “კრასნაია მასკვა” ზუგდიდის საკრებულოს ქალი წევრებისთვის (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს პარტია “ბურჯანაძე დემოკრატების” ყოფილმა წევრმა, ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა თენგიზ ხარჩილავამ კოლეგებს ქ. სოჭიდან სუნამო “კრასნაია მასკვა” ჩამოუტანა. მან საჩუქარი კოლეგა ქალებს საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ გადასცა. მისი თქმით, მას სიმბოლური საჩუქრები მამაკაცებისთვისაც მოჰქონდა, მაგრამ საბაჟოზე მათი გადმოტანის უფლება არ მისცეს.

“წმინდა იუმორისტული თვალსაზრით ჩამოვიტანე ეს სუნამო. აქ ერთ- ორჯერ დამაბრალეს, პუტინის კაცი ხარო… რუსეთში ვიყავი ჩასული და იქიდან ჩამოვიტანე”, – აღნიშნა თენგიზ ხარჩილავამ.

“კრასნაია მასკვა” საჭოთა კავშირის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქალის სუნამო იყო.

 

წყარო: http://radioatinati.ge/

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: მოწოდება რუსეთს და მაისიდან დაწყებული მომზადება
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება”