სოზარ სუბარი სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სოზარ სუბარი სოფელ აბანოს საბავშვო ბაღს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან საქართველოში სიმონე ვოლკენთან და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან შომბი შარპთან ერთად ეწვია.

სოფელ აბანოში საბავშვო ბაღი 2016 წლის ზაფხულში დაფუძნდა. ბაღი გამყოფი ხაზის მიმდებარე 3 სოფლიდან – აბანოდან, საციხურიდან და კოდიდან 24 ბავშვს ემსახურება.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიმილანის პოლიციამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მოკლა
შემდეგი სტატიალიბიელების მიერ გატაცებული თვითმფრინავი მალტაში დაფრინდა