ლიბიელების მიერ გატაცებული თვითმფრინავი მალტაში დაფრინდა

მალტაში დაფრინდა ლიბიის შიდა რეისის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი გაიტაცეს.
მალტას პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ მას აქვს თვითმფრინავის შესაძლო გატაცებაზე ინფორმაცია. “მე ვფლობ ინფორმაციას ლიბიური თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომელიც შიდა რეისს ასრულებდა” – მუსკატმა “ტვიტერის” საკუთარ გევრდზე დაწერა.

ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ გატაცებული თვითმფრინავი მალტის მხარეს გაფრინდა. Times of Malta-ს ინფორმაციით, ბორტზე ორი გამტაცებელი იმყოფება, რომლებიც აფეთქებით იმუქრებიან.

ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით არ ვრცელდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
შემდეგი სტატიაგაერო: წელს ხმელთაშუა ზღვაში 5000 მიგრანტი ჩაიძირა