სოფელ კოკში პოლიციას არ ატანს მიცვალებულს ექსპერტიზის ჩასატარებლად

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 00:01

სოფელ კოკში პოლიციას არ ატანს მიცვალებულს ექსპერტიზის ჩასატარებლად

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში პოლიციას არ ატანენ მიცვალებულს ქუთაისში ექსპერტიზის ჩასატარებლად. “სხეული ისეა დამწვარია, რომ იგი ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებს“, – აცხადებენ “თაიმერთან” საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ადგილობრივ მოსახლეს ირაკლი თორიას ჭურჭელი, რომელშიც ბენზინს ინახავდა, აუფეთქდა. უბედური შემთხვევა გამოწვეულია სიგარეტის ნამწვით. მამაკაცმა 99%-იანი დამწვრობა მიიღო და დღეს, რამდენიმე საათის, წინ ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ქალიშვილი ამბობს, რომ მთელი სოფელი გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, რათა მათ ვერ შესძლონ ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ ცხედრის ტრანსპორტირება ექსპერტიზის ჩასატარებლად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 00:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics