სირიაში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

სირიაში პროვინცია დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში ბოევიკების თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ სამი დაიჭრა – “ბიბისი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიელი აქტივისტების მონაცემებით, მოკლულია ცხრა რუსი სამხედრო. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აზუსტებს რა მოხდა. აქტივისტების თქმით, თავდამსხმელები “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები იყვნენ.
“დაიღუა 35 სამხედრო პირი, მათ შორის, მინიმუმ ცხრა რუსი. მათგან ზოგიერთი საკადრო სამხედრო იყო, მაგრამ არა ყველა” – “ფრანს პრესი” აბდელ რახმანს ციტირებს.
შეტაკება 27 მაისს მოხდა. რუსეთს საკადროს გარდა დაქირავებული ჯარისკაცებიც ყავს სირიაში, რასაც ოფიციალური მოსკოვი უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიასოფელ კოკში პოლიციას არ ატანს მიცვალებულს ექსპერტიზის ჩასატარებლად