სოხუმში 1913 წელს აშენებულ თურქულ აბანოებს ანგრევენ

სოხუმში მშენებლებმა წყლის მილების გაყვანის მიზნით ისტორიული ობიექტის ნაწილი დაანგრიეს. მეზობელი შენობის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ შენობა სრულად ჩამოინგრევა. სამუშაოები დღეს დილით დაიწყო. ესკავატორმა თურქული აბანოების ისტორიული შენობა დაანგრია, რომელიც 1913 წელს არის აშენებული. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნგრევის პროცესს ვიდეო გადაუღეს და აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურის სამინისტროსთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტს გაუგზავნეს. მშენებლების თქმით, მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ნებართა აქვთ.
თურქული აბანოების შენობა მდებარეობს მშვიდობის გამზირის 64 ნომერში, რომელსაც ახლა აიააირა ჰქვია.

 

https://youtu.be/mEhgcFJdAuA

 

banner
წინა სტატიაშიჰარი პოტერზე პიესამ “ილივიეს” პრემიაზე ნომინაციებში რეკორდი დაამყარა
შემდეგი სტატიადაურ კობახია: „ხალხი მიხვდა, რომ წყლის ნაყვას აზრი არ ჰქონდა!“