სირიის ძირითადი ოპოზიციის გაერთიანება დათანხმდა მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჟენევაში გაიმართება.
“მოლაპარაკებების საკითხში უმაღლესმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟენევის მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა აშშ-სა და ნატოსგან მიღებული გარანტიების შემდეგ” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეარხ “ალ-არაბიას” მეშვეობით გავრცელდა.
სირიის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.