შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 727 აბი, ასევე, „მდმა“-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ე.ი.-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში” ბავშვთა სამყაროსთან” თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ბაზრობის ადმინისტრაციამ პასუხი უნდა აგოს