შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
დღეს, თბილისში, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე ინციდენტი მომხდა, რისი ამსახველი ვიდეოც, შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი აღნიშნავს, გამვლელმა ქალმა, პატრულის თანამშრომლებთან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მას ზებრაზე გადასვლისას, კინაღამ მანქანამ დაარტყა. ქალს კი პატრულის თანამშრომლებთან ახალგაზრდა კაცი გამოექომაგა, რომელიც შემდეგ სამართალდამცავებმა დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პირმა სამართალდამცველებს მიაყენა შეურაცხყოფა, რაც დადასტურებულია შესაბამისი ფაქტებით.
მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს, ხოლო ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას გენერალური ინსპექცია სწავლობს.
https://www.youtube.com/watch?v=afz-cMlTzRI&feature=youtu.be