აირბასის სამგზავრო თვითმფრინავი A320, რომელიც ლონდონის აეროპორტ ჰიტროუში შედიოდა, კინაღამ მფრინავ აპარატს დაეჯახა. თვიტმფინავი 3 ათას მეტრზე იყო და მფრინავები დაშვებისთვის ემზადებოდნენ, როცა რვამოტორიანი დრონი შენიშნეს. ორივე პილოტმა წამოიძახა: “ეს დრონი იყო, 10 ათას ფუტზე” – Air Safety-ის ექსპერტები ამბობენ, რომლებიც სიტუაციას იკვლევენ. მათი შეფასებით, დრონმა და თვითმფრინავმა ერთმანეთს დაახლოებით 30 მეტრში აუარეს გვერდი და “უსაფრთხოება გარანტირებული არ იყო”.
ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის მონაცემებით, უპილოტოებს 400 ფუტზე (122 მეტრი) მაღლა ფრენის უფლება არა აქვთ, ასევე, აკრძალულია მათი ფრენა ასაფრენ ბილიკებთან.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციამ განგაში ატეხა, მაგრამ დამნაშავე ვერ იპოვეს.