შს მინისტრის მოადგილე: ამოღებულია ყველა ვიდეო-კამერის ჩანაწერი,მიმდინარეობს მარშრუტის შესწავლა და რამდენიმე პირის გამოკითხვა

საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ექსპერტ-კრიმინალისტები გივი თქრგამაძის ავტომანქანის აფეთების ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებულია ყველა ვიდეო-კამერის ჩანაწერი,მიმდინარეობს დაზარალებულის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა და არსებული კამერების სრულად დამუშავება-გაანალიზება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნება მომხდართან დაკავშრებით.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას ეხმაურება