აშშ-ს საელჩო გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას ეხმაურება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და კანონის უზენაესობას პატივი სცენ.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს.

„აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე: ამოღებულია ყველა ვიდეო-კამერის ჩანაწერი,მიმდინარეობს მარშრუტის შესწავლა და რამდენიმე პირის გამოკითხვა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტი უწოდა