შს მინისტრი: იგეგმება პოლიციელების სამუშაო გრაფიკის შემსუბუქება

კითხვაზე იგეგმება თუ არა პოლიციელების სამუშაო გრაფიკის შემსუბუქება, გიორგი გახარიამ უპასუხა:  – „ფაქტია, რომ პოლიცია და სამართალდამცავები ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები, და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შესაბამისად ჩვენ, მაშინ როდესაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს და მოვალეობას , რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მათ შრომის პირობებზე. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მათი სოციალური,  ასევე ფინანსური და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის მნიშვნელობა. რადგან ხშირ შემთხვევაში კამერა- სამკერდე იქნება,  მანქანაში თუ შენობაში დამონტაჟებული, ხშირ შემთხვევაში პოლიციელს უფრო იცავს ვიდრე მოქალაქეს. სამწუხარო რეალობა გახლავთ ასეთი და ჩვენი რეფორმების პირველი ეტაპი დაიწყო სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციით. ამის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანამდებობებიდან საპოლიციო დანაყოფებზე რესურსის გადატანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პირველ რიგში უნდა მოხდეს სამოქალაქო თანამდებობების ოპტიმიზაცია და ის რესურსი, რომელიც გამოთავისუფლდება პირდაპირ უნდა იყოს მიმართული საპოლიციო დანაყოფების შრომის, სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ. ეს გახლავთ ის პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელსაც უახლოეს სამ თვეში დავასრულებთ. შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მთლიანად სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, მათ საკადრო განვითარებაზე და  მათი ცოდნის ამაღლებაზე. აქ ჩაერთვება აკადემია საკადრო მიმართულებების დახვეწისთვის, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ სამართალდამცავ სისტემაში შემოსული ადამიანის სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს საკმაოდ გამჭვირვალე, ეფექტური და მორგებული იმ გამოწვევებზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ეს ადამიანი იღებს თავის თავზე, მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერად ასრულებს ამ ყველაფერს-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში დავიწყებთ საპატრულო პოლიციის რეფორმას
შემდეგი სტატია25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა