გიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში დავიწყებთ საპატრულო პოლიციის რეფორმას

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმის ახალ ეტაპზე. მოგეხსენებათ, რომ საპატრულო პოლიცია  სერვისებზე ძალზედ ორიენტირებულია. დღეს საერთაშორისო ტენდენცია გახლავთ ისეთი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება მოქალაქეების მხრიდან საპოლიციო მომსახურეობებზე, საპოლიციო სერვისებზე. საპატრულო პოლიციის ე.წ. ფრონტ-ოფისი დღეს ასე თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. პრობლემები გვაქვს შიდა პროცედურულ თემებთან, შიდა პროცესების მართვასთან, მათ, ასე ვთქვათ, დიჯიტალიზირებასთან და ეს ის პრობლემებია, რომლებიც არ გვაძლევს და არ მოგვცემს ამ რეფორმირების შემდგომი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ჩვენ საპატრულო პოლიციას ვუყურებთ როგორც ინტეგრირებული სერვისების ერთგვარ პლატფორმას. ეს შეიძლება იყოს 112, იყოს მომსახურების სააგენტო და ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები და პროცედურები ერთმანეთთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული, რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც მოხდა მაგალითად მართვის მოწმობების საკითხზე რის გამოც ჩვენ მისი გადავადება დაგვჭირდა. აღარ იყოს საჭირო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისეთი პროცედურების გავლა, როგორც ეს ხდება ე.წ. “ მე-12 ოთახში“, ერთი ოთახიდან მეორეში სიარული და შედეგ სხვა უწყებაში წასვლა.

ეს ყველაფერი თანამდროვე ტექნოლოგიების პირობებში დაძლევადია და ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამ რეფორმირებას, რომ ის მომსახურებები, რომლებსაც საპატრულო პოლიცია დღეს აწვდის მოქალაქეებს, იყოს უფრო დახვეწილი, უფრო მოხერხებული და უფრო მიმზიდველი მოქალაქეებისთვის. როდესაც ვსაუბრობ დამატებით სერვისებზე, მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობა იხვეწება და საპატრულო პოლიციის მიმართ მოთხოვნები უფრო გაზრდილია – ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოწევის კონტროლი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, ამ ყველაფერის განხორციელება არის საკმაოდ რთული. ეს ყველაფერი საჭიროებს შიდა პროცედურულ დახვეწას და შიდა პროცედურების, ასე ვთქვათ,ავტომატიზირებას,-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი: დღის წესრიგში დადგა კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის ზრდა
შემდეგი სტატიაშს მინისტრი: იგეგმება პოლიციელების სამუშაო გრაფიკის შემსუბუქება