“ეჰ ,ჩემო ქიბარ, მეგონა კონტრაქტზე და იურიდიულ მხარეზე რაიმე უფრო სერიოზულს იტყოდი, მაგრამ მესმის, რომ რთულ მდგომარეობაში ხარ და სათქმელი არაფერი გაქვს,“- ასე პასუხობს ირაკლი ოქრუაშვილი ქიბა ხალვაშს.
მედიაში დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ინტერვიუს გავრცელდა , სადაც ის აცხადებდა, რომ “ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება.”
,, რაც შეეხება ადამიანობას და პატრიოტიზმს, ხომ იცი მაგ საკითხებში განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული და ცოტა ჩამოგრჩები,”- წერს ოქრუაშვილი.