გიორგი კვირიკაშვილი : დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა

news
ავტ.: news სექტემბერი 12, 2016 19:01

გიორგი კვირიკაშვილი : დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენისა და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა.

ამის შესახებ მან საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და ილია მართლის დაბადების დღეა.

„დღეს სცადეს ილიას მოკვლა მოკვლა, სცადეს საქართველოს მოკვლა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ ილიამ მოასწრო ყველაფრის თქმა, რაც უნდა ეთქვა ქართველი ერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს დღე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში, რათა ყველამ გაიგოს, თუ ვინ იყო ილია და რას ქადაგებდა ის.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია მისი მოძღვრება.

„გილოცავთ ილია მართლის დაბადების დღეს. ეს დიდი დღეა და მოხარული არ, რომ აღინიშნება“, – განაცხაფა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ილია ასევე, ქადაგებდა განათლებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საფუძველი ჩაეყარა გრანდიოზული პროექტის – საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას.

„ეს არის რეგიონში უნიკალური, უპრეცედენტო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულება – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი და რომელიც საქართველოსთვის მომავლის განათლების კერა გახდება. მე მოხარული ვარ და მინდა, მივულოცო ყველა ქართველს ეს უდიდესი დღე. ბევრი სიხარული გვაქვს და ამ სიხარულს გილოცავთ ყველას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 12, 2016 19:01

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics