სერგო რატიანი „ქართულ ოცნებას“- ერთ წელში სტრასბურგის სასამართლომ 2-ჯერ გამხილათ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. სერგო რატიანმა ასევე პოლიტიკური დევნის ფაქტებად შეაფასა ირაკლი ჩხირკვიას, გოგა ონიანის, აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები.
”სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში ”ქართული ოცნება” არა უბრალოდ თანამონაწილეობს, არამედ სათავე დაუდო მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას. თქვენ აზიანებთ ქვეყნის იმიჯს, აფერხებთ დემოკრატიის განვითარებას და აბრუნებთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა ჭაობში. ეს არის ძალიან მძიმე. თქვენ მოახერხეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორჯერ გამხილათ და მიგითითათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა – ერთხელ ეს მოხდა ”რუსთავი2”-თან მიმართებით და ასევე, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში. ეს არის სამარცხვინო”, – მიმართა სერგო რატიანმა უმრავლესობას.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა
შემდეგი სტატიაგაჩეჩილაძე კვირიკაშვილს პასუხობს