გაჩეჩილაძე კვირიკაშვილს პასუხობს

გია გაჩეჩილაძე გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს:

“კონკურენციის სააგენტო ტენდერების საკითხს არგუმენტირებულად თუ ამიხსნის, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე. არ ვიცი, პრემიერს საქმის კურსში ვინ აყენებს, სასამართლოს უკვე მივმართე, ესეც კი არ იცის, პირველი მოსმენა იყო და მეორეს ველოდები. რაც შეეხება იმას, რომ შეურაცხყოფილია მთავრობის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, დაზარალებული ვარ და საუბრის უფლება არ მაქვს?”.

გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისი თქმით, ტენდერებში მონაწილეობს კარტელი, რომელთანაც ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძეს სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს:

“ბრალდება თუ დადასტურდება, თანამდებობას დავტოვებ, თუ არ დადასტურდება, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს”.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი „ქართულ ოცნებას“- ერთ წელში სტრასბურგის სასამართლომ 2-ჯერ გამხილათ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა