სერგო რატიანი ბათუმში, პარტიის 2 წარმომადგენლის დაკავებას ეხმაურება

news
: news თებერვალი 26, 2016 20:20 განახლებულია

სერგო რატიანი ბათუმში, პარტიის 2 წარმომადგენლის დაკავებას ეხმაურება

მნიშვნელოვანი

  • მინდა მივმართო სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანაპარტიელები და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებით დაკავდნენ.“

სხვა სტატიები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრუელებელი მდივანი სერგო რატიანი ბათუმში, პარტიის 2 წარმომადგენლის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უმჯობესია სამართალდამცავი უწყებები ქვეყანაში გამეფებული კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებით დაკავდნენ, ვიდრე ერთი კაცის ახირებას ემსახურონ.

„ბათუმში, პოლიციის ძალით „ნაციონალური მოძრაობის“ მშვიდობიანი აქცია დაშალეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესს უკავშირდებოდა. დაკავებულია ჩვენი ორი თანაპარტიელი – სოსლან ზოიძე და სოლომონ ბაჯელიძე.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობაა გამეფებული, სრული ეკონომიკური კრიზისია, მთელი სამთავრობო გუნდი და პოლიცია ერთი კაცის ახირებას ემსახურება.

ჩვენ ვხედავდით, რომ ამ პროცესთან მიმართებაში ყველანაირი სამართლებრივი ფორმები უგულვებელყოფილი იყო, არანაირი უფლება ხეების გადარგვის არ გააჩნდათ და ამ ფონზე ოლიგარქს მაინც თავისი გააქვს.

მინდა მივმართო სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანაპარტიელები და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებით დაკავდნენ.“

news
: news თებერვალი 26, 2016 20:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics