სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებსსაქართველოს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს პროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება.

„ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მოსახლეობის საჭიროებები და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირების სამუშაოებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისათვის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია თანაქალაქელებს მიმართავს