საშობაო ალილო თბილისში – მონაწილეები „ვარდების მოედანზე“ იკრიბებიან

თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება., ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყება და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდებიან. აქვე მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემენ. ტკბილეულით გზადაგზა მათ მოსახლეობაც დაასაჩუქრებს.
ალილოს მონაწილეები „ვარდების მოედანზე“ უკვე იკრიბებიან.
ალილოს მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპატრიარქოსკენ გაემართება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიულოცავს. ალილოს მონაწილეები მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივლენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
ალილოს მსვლელობისას შეგროვილი ნობათი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფარში გადანაწილდება.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს
შემდეგი სტატიამარნეულში ალილოზე შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცელ ოჯახებს დაურიგდებათ