„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი,” – ხორავას მკვლელობის საქმის პროკურორი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 12:43

„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი,” – ხორავას მკვლელობის საქმის  პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ბრალდების მხრე.
საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაუგებარია.
პროკურორ მარიკა გოგოხიას განცხადებით, ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი. მას შემდეგ რაც სასამართლო ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას მოგვაწოდებს, მისი დასაბუთების შესაბამისად, ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომელიც მტკიცებულება გაიზიარა. ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ,“- განაცხადა პროკურორმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 12:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics