„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი,” – ხორავას მკვლელობის საქმის პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ბრალდების მხრე.
საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაუგებარია.
პროკურორ მარიკა გოგოხიას განცხადებით, ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი. მას შემდეგ რაც სასამართლო ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას მოგვაწოდებს, მისი დასაბუთების შესაბამისად, ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომელიც მტკიცებულება გაიზიარა. ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ,“- განაცხადა პროკურორმა.

https://www.youtube.com/watch?v=rlsCrcCRUR8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიფაქტობრივად, დათო სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის – ლევან დადუნაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა და ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს