მანჰეტენის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის ნაომი რაის ბუხვალდის გადაწყვეტილებით, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სოციალური ქსელი “ტვიტერის” მომხმარებლების დაბლოკვა არ შეუძლია, რადგანაც, ამით, გამოხატვის თავისუფლებას არღვევს. “შავ სიაში” ჩაგდების მიზეზთა შორის, არ უნდა იყოს პოლიტიკური მოსაზრება – დარწმუნებულია მოსამართლე – “ბიბისი” წერს.
ტრამპისა და თეთრი სახლის სხვა ჩინოვნიკების წინააღმდეგ საჩივარი პრეზიდენტის შვიდმა დაბლოკილმა კრიტიკოსმა შეიტანა. მათი აზრით, ტრამპს უფლება არა აქვს მომხმარებლები დაბლოკოს.
თეთრ სახლს ჯერჯერობით, მანჰეტენის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია