სასამართლომ ტრამპს “ტვიტერის” მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალა

მანჰეტენის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის ნაომი რაის ბუხვალდის გადაწყვეტილებით, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სოციალური ქსელი “ტვიტერის” მომხმარებლების დაბლოკვა არ შეუძლია, რადგანაც, ამით, გამოხატვის თავისუფლებას არღვევს. “შავ სიაში” ჩაგდების მიზეზთა შორის, არ უნდა იყოს პოლიტიკური მოსაზრება – დარწმუნებულია მოსამართლე – “ბიბისი” წერს.
ტრამპისა და თეთრი სახლის სხვა ჩინოვნიკების წინააღმდეგ საჩივარი პრეზიდენტის შვიდმა დაბლოკილმა კრიტიკოსმა შეიტანა. მათი აზრით, ტრამპს უფლება არა აქვს მომხმარებლები დაბლოკოს.
თეთრ სახლს ჯერჯერობით, მანჰეტენის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია

banner
წინა სტატიაშირუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურ ჰიმნს უილ სმიტი შეასრულებს
შემდეგი სტატიაჩელსის ყოველწლიური ყვავილებისა და ბაღის შოუ (ფოტოკოლაჟი)