სასამართლომ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადებაზე დააკმაყოფილა

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ დააკმაყოფილა.

ახალაიამ განაცხადა, რომ მას სურს სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ევროსაბჭოს დასკვნა, რისთვისაც სჭირდება პროცესის გადადება. მან დოკუმენტის სათარგმნელად, რათა დაცვის მხარემ შესავალ სიტყვაში გამოიყენოს, დრო ითხოვა.

ახალაიას მოთხოვნას არ დაეთანხმა პროკურატურის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, ამის საჭიროება არ იყო. თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 27 იანვარს 12 საათსა და 30 წუთზე დანიშნა.

ბაჩანა ახალაიამ ასევე თქვა, რომ სასამრთლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწმეთა დაკითხვის საშუალება და ის მოწმეები, რომელზე დაყრდნობითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არიან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, სასამრთლო სისტემა კი “შევარდნაძის დროინდელ მდგომარეობაში და კორუფციაში დაბრუნდა“. ახალაიას თქმით, მას მოსამართლეების აცილება სურდა, თუმცა აზრი არ აქვს, რადგან, მისი თქმით, სხვა მოსამართლეც იგივე სისტემის ნაწილი იქნება.

„თქვენ მხარე ხართ ამ პროცესში“, – განაცხადა ახალაიამ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ტელეფონის “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება
შემდეგი სტატიადავით სიხარულიძე: “პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ ბაკურიძე 3000 დოლარს მთხოვდა