სასამართლო ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სასამართლო ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „თბილისი მარიოტში” შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათისაა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ტარდება. ბიზნესის წარმომადგენლები სასამართლო ხელისუფლებას იმ პრობლემებზე ესაუბრებიან, რაც ბიზნესს აწუხებს.

შეხვედრა “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ორგანიზებით ტარდება.

ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა სიხშირით უნდა დაიგეგმოს მომდევნო შეხვედრები.

„თემატიკა იქნება, პირველ რიგში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მიწოდება ბიზნესისთვის, სასამართლო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა ჭუმურიძემ.

როგორც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, საინვესტიციო გარემოსთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი სასამართლო.

„ყველამ უნდა ვიზრუნოთ, , რომ სასამართლოს დავეხმაროთ, გააცნობიეროს, სად არის პრობლემები და ერთად ვიზრუნოთ მის აღმოფხვრაზე. ყველაზე მნიშვნელივანი თემა, რაც ბიზნესს აწუხებს, არის კომპეტენცია და ეკონომიკურ დავებზე სპეციალიზაცია კონკრეტული მოსამართლეებისა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის დედამთილმა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : ჯონ კერის ვიზიტი აშშ- საქართველოს აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა