სარფის საბაჟოზე 50 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

50 წლის მაიზერ ბანძელაძის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

როგორც “თაიმერს” შს სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცავებმა 1987 წელს დაბადებული დურმიშხან ლ სარფის გამშვებ პუნქტიდან აიყვანეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დურმიშხან ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1966 წელს დაბადებულ მაიზერ ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, სარფის გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად
შემდეგი სტატიასაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს