“საქმის საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი” – “ევროპული საქართველო” გოგა ონიანის დაკავებაზე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 12:12

“საქმის საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი” – “ევროპული საქართველო” გოგა ონიანის დაკავებაზე

“ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძე გოგა ონიანის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მისი თქმით, საქმეში არის უსუსტესი მტკიცებულებები და “ევროპული საქართელოს” გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ის გათავისუფლდეს.
როგორც კახიძემ აღნიშნა ონიანის საქმის საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი.

“ხელისუფლებაში ყოფნის ხუთი წლის თავზე, ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ოპონენტებზე ანგარიშსწორებას და შურისძიებას. ამჯერად, მათი სამიზნე გახლავთ ადვოკატი და პოლიტიკოსი, რომელიც „ამხილეს“ წლების წინ ვითომ და ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე ამდენი წლის შემდეგ ჩადების ამდენი საქმის შემდეგ მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით ონიანის თანამზრახველი პოლიციელები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების ვერსიის თანახმად საქმეში. მათ ბრალი არ წაუყენეს, არ დაისაჯენ და სისტემაში დატოვეს რითაც სამართლის შერჩევითობა არის ყველასთვის ნათელი. საქმის მთავრი მოწმე აღნისნავდა, რომ პროკურატურა მასზე ახორციელებდა ზეწოლას და მტკიცებულების მხრივად ეს არის უსუსტესი საქმე. მთავარი რაც არის თუ ხელისუფლება რატო წავიდა მორიგ უკანონობაზე, პოლიტიკურ დევნაზე საქმის საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი და ამით ხელისუფლება ახდენს იმის დემონსტრირებას რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება დამაგალითოდ დაისჯება. არჩევნების შემდეგ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი. „ევროპული საქართველო“ გააკეთებს ყველაფერს, რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს, ამისათვის ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ გაიზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე, რომ ამგვარი აშკარა არ შერჩეს ხელისფლებას“ – განაცხადა ოთო კახიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 12:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics