საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ – ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ, ბრალდებულმა, ერთ – ერთი მოქალაქისგან 1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 6 წლამდე ვადით. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშისაკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს – სოფიო კილაძე ონიანზე
შემდეგი სტატია“საქმის საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი” – “ევროპული საქართველო” გოგა ონიანის დაკავებაზე