საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს.

ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადასცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა სიას.

ცესკოში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, მამუკა სამხარაძე და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი საფრანგეთის მთავრობას უსამძიმრებს
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიამ ნილს სკოტს სოფელ რუხსა და რიყეში მიმდინარე პროექტები გააცნო