დავით უსუფაშვილი საფრანგეთის მთავრობას უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც ფრანგ კოლეგებს და სრულიად ფრანგ ერს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩვენს კოლეგებს საფრანგეთის პარლამენტიდან და სრულიად ფრანგ ერს, გუშინ ნიცაში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ ის მწუხარება, რასაც ამ წუთებში განვიცდით.

„ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარმა, შემზარავმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემოკრატიულმა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევა უნდა მიმართოს თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი სენის დასამარცხებლად. ამ რთულ, მტკივნეულ წუთებში, ჩვენ ვდგავართ საფრანგეთის გვერდით და გამძლეობას ვუსურვებთ ამ შემაძრწუნებელი შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სირიის კრიზისი სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს