საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს- უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

28 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 28 – 30 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, 29 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი.
1 მაისს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, დღისით ზოგან გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა საქართველოში +17, +22° იქნება.
2 მაისს შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 3 მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა- 2 ადგილზე გარდაიცვალა, 1 მძიმე მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები დაურიგეს