სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები დაურიგეს

სააღდგომოდ დარიგებული გაფუჭებული ქათმები? ისნის რაიონის გამგეობას ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ედავებიან.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მუნიციპალიტეტისგან დარიგებულ ქათმებს, განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა, რის გამოც მათ საჩუქრად დარიგებული ქათმები ვერ გამოიყენეს და უკან დააბრუნეს.

მომხდართან დაკავშირებით ისნის რაიონის გამგეობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორც გამგეობაში კურიერსგანუცხადეს, ისინი ბრალდებებს დღეს დღის განმავლობაში უპასუხებენ.

წყარო: რუსთავი 2

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს- უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატია“გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას”