საქართველოს საგარეო უწყებამ სოხუმში რუსეთ-სომხეთს შორის ფეხბურთში შეხვედრა გააპროტესტა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 27, 2016 23:22

საქართველოს საგარეო უწყებამ სოხუმში რუსეთ-სომხეთს შორის ფეხბურთში შეხვედრა გააპროტესტა

FEXBURTსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საფეხბურთო კლუბის “ვოლგა” და სომხური “არარატის” თამაშის სოხუმში ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც 27 იანვარს იყო დაგეგმილი.
ე.წ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის რუსლან აჯინჯალის თქმით, სომხურმა გუნდმა მათ განუცხადა, რომ მათ სომხეთის საგარეო უწყებიდან დაუკავშირდნენ და სოხუმში მატჩის მოხსნა მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს საგარეო უწყების ჩარევით გახდა შესაძლებელი აფხაზი სპორტსმენების თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე, ივნისის თვეში კი ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატ ConIFA-ზე აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით გამოსვლის დაბლოკვა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 27, 2016 23:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics