საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებით რეისს ნიშნავს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 12:05

საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებით რეისს ნიშნავს

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ. დამატებითი რეისის მიხედვით: მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ Blach Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00.05 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04.25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 12:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics