რუსეთის ხელისუფლებამ მიტინგის დასაშლელად კაზაკები გამოიყენა

5 მაისს, მოსკოვში მემარცხენე ძალთა გაერთიანების მიერ გამართული ანტიპუტინური მიტინგის დასაშლელად, რუსეთის ხელისუფლებამ მილიციის სპეცდანიშნულების რაზმებთან (,,ომონ,,) ერთად, კაზაკთა დაჯგუფებებიც გამოიყენა, რომლებიც პროტესტანტებს სასტიკად გაუსწორდნენ.
დამოუკიდებელი რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეების წინააღმდეგ უხეში ძალა გამოიყენეს. ბევრი მათგანი სასტიკადაა ნაცემი, ხოლო ათეულობით მომიტინგე დაკავებულია.
როგორც წყაროებიდან მიღებული ინფორმაციები ადასტურებენ, მიტინგის დარბევის დროს, მომიტინგეთა შორის არაერთი მცირეწლოვანი იქნა ნაცემი და დაპატიმრებული.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებით რეისს ნიშნავს
შემდეგი სტატიაავღანეთში მეჩეთი ააფეთქეს- დაღუპულია ათეულობით ადამიანი