საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განაკრგულებას მაისში გამოსცემს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისში გამოსცემს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული თავად მთავრობასთან.

„ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც მე დამარწმუნა მთავრობამ, რომ 60 დღემდე არჩევნების დანიშვნა ფინანსურად დამანგრეველი არ იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის. შესაბამისად, მაისში მე გამოვცემ ერთ წინადადებიან განკრგულებას არჩევნებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” „Check In Georgia“-ს კორუფციულ სქემას ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მზად ვარ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შევეხიდო