გიორგი მარგველაშვილი: მზად ვარ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შევეხიდო
სხვა სტატიები
- “ეგეთი რუსთავი 2 და ეგეთი გვარამია არის აუცილებელი საზოგადოების განვითარებისთვის” – ივანიშვილი გვარამია პასუხობს
- პრემიერი ფრაქცია ქართულ ოცნებას ხვდება
- ირაკლი სესიაშვილი : ოპოზიცია ცდილობდა კრიტიკული ყოფილიყო, თუმცა მხარდაჭერაში გამოჩნდა ის აღქმა, რაც ნატო-ს წევრებს აქვთ საქართველოს პროგრესთან მიმართებაში
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა არჩევნების ადმინისტირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შეეხიდოს. შესაბამისი კომენტარი პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ მას შემდეგ გააკეთა, რაც აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.
”რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.