საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში “მომავლის ბანაკს” ესტუმრა

გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის “მომავლის ბანაკს” ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტს ,”მომავლის ბანაკში” სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა, რომელმაც პრეზიდენტს ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შემეცნებითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ბანაკის მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

“მომავლის ბანაკში” 14 – დან 18 წლამდე ასაკის 300 ახალგაზრდა ისვენებს, ბანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას ოჯახის წევრები და ადვოკატი სტურუას საქმის გამოძიების შედეგებს ეცნობიან
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებისთვის 59 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა