დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დემურ სტურუას ოჯახის წევრები და ადვოკატი გურამ იმნაძე სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ეცნობიან.
როგორც პროკურატურაში შესვლამდე გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი დეტალურად გაეცნობიან გამოძიების შედეგებს.
დარიკო ჯაშის თქმით, საგამოძიებო ორგანოები მიკერძოებულად მოქმედებენ, რადგან მათ პოლიციელი გოდერძი თევზაძე არ დააკავეს და ამჟამად ის მიმალვაშია.
სტურუას ოჯახის მთავარ მოთხოვნად კვლავ პოლიციელის გოდერძი თევზაძის დაკავება რჩება.