საქართველოს მოქალაქეს დივერსიულ და ტერორისტიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ

დივერსიულ და ტერორისტიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ

ასოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც დივერსიულ და ტერორისტიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ რუსული სააგენტო “სპუტნიკი” იტყობინება.

“რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობაში ეჭვმიტანილი, 1978 წელს ცხინვალის რაიონის სოფელ დისეუში დაბადებული გიორგი გ. დააკავეს”, – ნათქვამია არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ე.წ. კომიტეტის მტკიცებით, დაკავებული 2004 წლიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი უკანონო შიარაღებული ფორმირების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.

“კერძოდ, გიორგი გ. ეჭვმიტანლია 2007 წელს ცხინვალის რაინის სოფელ ხელჩუაში, ხალხმრავალ ადგილას ხელყუმბარის აფეთქებასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამეთვალყურეო ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნაში, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო”, – ნათქვამია ოსური მხარის განცხდებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ხაბაძის გადადგომას მედეა ვასაძე ადასტურებს
შემდეგი სტატიაისლამისტების განცხადებით, ისინი სტამბოლის ტერაქტთან კავშირში არ არიან