ისლამისტების განცხადებით, ისინი სტამბოლის ტერაქტთან კავშირში არ არიან

ისლამისტების განცხადებით, ისინი სტამბოლის ტერაქტთან კავშირში არ არიან

122ისლამისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი სტამბულის ტერაქტთან არ არიან კავშირში.
ტექსტში ნათქვამია, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” არასდროს გაუკეთებია ტერაქტები ან სპეცოპერაციები, მით უმეტეს მსგავსი ტიპის აფეთქებები, როგორიც სტამბოლის აეროპორტში მოხდა”. მათი თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” აეროპორტის აფეთქებებთან კავშირზე “კუდაფების (ურწმუნოების-რედ) ავადმყოფური გონება” ავრცელებს, რომლებიც “ძმა აჰმად ჩატაევზე” ჭორებს ავრცელებს. განცხადებაში მრავალი მოწოდებაა ალაჰისადმი, დასაჯოს მტრული მედია, რომელიც “მცდარ პროპაგანდას ეწევა”.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი 28 ივნისს მოხდა, რომლის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეს დივერსიულ და ტერორისტიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიანუტელა-ჯიჰადმა ერაყში თავი აიფეთქა