საქართველოს ბანკის sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა

საქართველოს ბანკის sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა.

ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის ლოგო ერთი წლის ვადით მიანიჭა.

ამასთან, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი sCool card-ი, საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) მიერ, ხუთ საუკეთესო პროდუქტს შორის დასახელდა, კატეგორიაში – „საბავშვო მეგობრული საბანკო ბარათი“ და გადაეცა The Global Inclusion Award 2016-ის ჯილდო.

საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) წევრები არიან 132 ქვეყნიდან – როგორც ბანკები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს, ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, ფინანსური და სამეწარმეო უნარების კუთხით. ასევე, ადრეულ ასაკშივე მოხდეს მათთვის ფინანსური განათლების მიწოდება, ისეთ თემებზე, როგორიც არის ფულის შეგროვება და მიზანმიმართული ხარჯვა.

sCool card-ი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისთვის. სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ადრეული ასაკიდანვე, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები.

თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროდან თებერვლის თვეში 3800 ადამიანის გაშვება იგეგმება – “ენმ”
შემდეგი სტატიამამა პეტრე: ხანძარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს