თავდაცვის სამინისტროდან თებერვლის თვეში 3800 ადამიანის გაშვება იგეგმება – “ენმ”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თებერვალში თავდაცვის სამინისტროდან 3800 თანამშრომლის გაშვება იგეგმება.

ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე თვის განმავლობაში უწყებიდან უკვე გაშვებულია 2800 ადამიანი, 3800 კადრების განყოფილებაში იმყოფება და მას შემდეგ, რაც 3000 ადამიანსაც გაუშვებენ, ჯამში 10 ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი იქნება გათავისუფლებული.

„თავდაცვის სამინისტროში გრძელდება მასობრივი გათავისუფლებები ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების, რომელმაც მიაღწია საგანგაშო მასშტაბს. უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯერ 1000 ადამიანი, შემდეგ 1800 ადამიანი, ახლა კადრების განკარგულებაში 3800 ადამიანის გადაყვანა მოხდა. ხოლო თებერვალში არის მესამე ეტაპი ამ გათავისუფლებების და იგეგმება 3000 ადამიანის გაშვება. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში 10 ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი იქნება გათავისუფლებული შეიარაღებული ძალებიდან.

მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბით სამხედრო მოსამსახურეების გაშვება არის ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა თავისთავად, ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი – კობახიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა