საქართველომ ალეპოში გაერო-ს დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას დაუჭირა მხარი,- ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გამოძიების დაწყებას 27 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგი იყო, 17 თავი შეიაკავა.
როგორც მაუწყებლის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაერო ალეპოში სირიისა და ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგედ არსებულ ვითარებას გამოიძიებს.
ამასთან, გაერო-ს რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ რუსეთი, ბოლივია, ვენესუელა, ჩინეთი.