საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 20 კომპანიას საერთო ჯამში 672,3 მილიონი ევროს ჯარიმა გამოუწერა. სიაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიც არიან DHL, FedEx და TNT.
რეგულატორის აზრით, კომპანიები და სავაჭრო ასოციაციები, რომელშიც ისინი შედიან, ტარიფის ყოველწლიურ მომატებაზე იყვნენ შეთანხმებული 2004-2014 წლების მანძილზე.
ტარიფის ყოველი გაზრდისას კომპანიები მრგვალ მაგიდებს აწყობდნენ, სადაც განიხილავდნენ მომავალ ფინანურ მატებებს – აცხადებს უწყება. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობდა.
კომპანიების მოქმედებები, რეგულატორის აზრით, საფრანგეთის მთელს ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებდა.
აღნიშნული ჯარიმა უკანასკნელი 15 წლის მანძილზე სიდიდით მეორეა, რომელიც ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოწერა.